ახალი ამბები

მარგველაშვილი: სამ ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე

21 ოქტომბერი, 2017 • 1860
მარგველაშვილი: სამ ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე

“სამ ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე. ეს იყო ჩემი არჩევანი”, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 21 ოქტომბერს, არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ.

ის საარჩევნო უბანზე 09.00 საათზე მივიდა და მისცა ხმა.

პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “დღეს წყდება ბედი ძალიან ბევრი საკითხის, რაც მნიშვნელოვანია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი