ახალი ამბები

თამარ ალანია მოსამართლედ უვადოდ დანიშნეს

20 ოქტომბერი, 2017 • 2380
თამარ ალანია მოსამართლედ უვადოდ დანიშნეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თამარ ალანია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს ტარდება, რომელზეც 38 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას უყრიან კენჭს. სხდომა 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა 3.5 საათის დაგვიანებით დაიწყო.

სხდომის დაწყებისას კენჭი უყარეს სხდომის გადადების საკითხსაც, თუმცა მხოლოდ 4-მა წევრმა დაუჭირა მხარი მის გადადებას.

სხდომის თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. გვენეტაძის თქმით, ბევრ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს და მისი პასუხისმგებლობის განცდის გამო არ იღებს მონაწილეობას პროცესში

სხდომის დაწყებამდე არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები მას არაეთიკურად მიმართავდნენ. ასევე, გაუჩნდა ეჭვი, რომ წევრებმა იცოდნენ მის მიერ გაკეთებული შეფასების შესახებ.

თამარ ალანია 1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კადრების განყოფილების სტაჟიორად;

2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების სამმართველოს პროკურორად;

2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლის დევნის სპეციალური სამსახურის პროკურორის თანამდებობაზე;

20062016 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;

2013 წლის 9 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე #10 სხდომაზე არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის 1/149 გადაწყვეტილებით სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით 25 ივლისიდან გამწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ.

2017 წელს მონაწილეობდა სტრასბურგის ადმაიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის შესარჩევ კონკურსში.

მასალების გადაბეჭდვის წესი