ახალი ამბები

ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” ოფისთან თავდასხმა მოხდა – დაჭრილია მაჟორიტარობის კანდიდატი

20 ოქტომბერი, 2017 • 1963
ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” ოფისთან თავდასხმა მოხდა – დაჭრილია მაჟორიტარობის კანდიდატი

სოფელ ყიზილაჯლოში, “ქართული ოცნების” ოფისთან თავდასხმა მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პარტიაში დაუდასტურეს. როგორც “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანია დაჭრილი. მათ შორისაა, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი მარნეულში  ჯეიხუნ ჩოიდაროვი.

როგორც “ქართული ოცნების” პრესსამსახურში აცხადებენ, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მარნეულში გაემგზავრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი