ახალი ამბები

ანონსი – 20 ოქტომბერი

19 ოქტომბერი, 2017 • 1462
ანონსი – 20 ოქტომბერი

07:00 – ” საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” სამგორის მე-13 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბეჟან გუნავა საპროტესტო აქციას გამართავს თეთრიხევის მოსახლეობასთან ერთად .  თემა: კომპანია “ფუდმარტის“ მიერ გარემოს დაბინძურება ორხევის რნ-ში. ადგილი: ორხევი, თეთრიხევის დას. კომპანია “ფუდმარტთან”

09:00 – იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმს გახსნის. მისამართი:  თბილისი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი.

11:00 –  ევროპული საქართველოს ლიდერები საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს შეხვდებიან. მისამართი: თბილისი, პარლამენტი, ბაგრატოვანთა დარბაზი

12:00 –  USAID G4G-ის ოფისში ლ. მიქელაძის #5, (ყოფილი აბულაძის ქუჩა, ვაკის ეკლესიის უკან) ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) გიწვევთ კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატის დისკუსიაზე – ევროკავშირის დირექტივა„მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება“.

13:00 – ნატოს ცენტრში გაიხსნება არასამთავრობო ორგანიზაციების მედია ცენტრი. გახსნას დაესწრებიან სამართლიანი არჩევნების, საიას, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, მრავალეროვანი საქართველოს, დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელები.

14:00 – ისლანდიელი მუსიკოსის სტუმრობის შესახებ დეტალებს, ორგანიზატორები მედიის წარმომადგენლებს – 20 ოქტომბერს, Rooms Hotel Tbilisi – ში გააცნობენ.

14:00 –  სამართლიანი არჩევნების, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ტრადიციული ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც ორგანიზაციები ერთობლივად შეაფასებენ წინასაარჩევნო გარემოს. პრესკონფერენცია გაიმართება არჩევნების მედიაცენტრში (ევროკავშირის და ნატოს საინფორმაციო ცენტრში)

15:00 –  “სახალხოს-ხალხის ერთსულოვნების” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე კობაიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნაძალადევის მოსახლეობასთან ბოლო, დასკვნით შეხვედრას გამართავს.  მის: ახტალის ქ. N22 (ახტალისა და გომარეთის კუთხეში).

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი