ახალი ამბები

კვლევა : 270 დისკრიმინაციული განცხადებიდან 139 ანტიდასავლურია

19 ოქტომბერი, 2017 • 3047
კვლევა : 270 დისკრიმინაციული განცხადებიდან 139 ანტიდასავლურია

მედიის განვითარების ფონდის კვლევის “სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების მონიტორინგი წინასაარჩევნო დისკურსში” მიხედვით, ქართულ პოლიტიკურ პარტიებსა თუ მედიაში ყველაზე მეტად ანტიდასავლური განცხადებები ფიქსირდება.

მონიტორინგის დროს, რომელიც 1 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, კვლევის თანახმად, 270 კომენტარიდან ნახევარზე მეტი ანტიდასავლური შინაარსის იყო.

“მონიტორინგის პერიოდში (1 სექტემბერი – 7 ოქტომბერი) პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენელთა 270 კომენტარიდან ნახევარზე მეტი (139) ანდტიდასავლური შინაარსის იყო. მომდევნო ადგილზეა ქსენოფობია სხვადასხვა ჯგუფების მიმართ (47), რასაც თურქოფობიული (41), ჰომოფობიური (32), გენდერული სტერეოტიპების შემცველი (8), რასისტული (2) და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული (1) განცხადებები მოსდევს.”

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ყველაზე მეტი ანტიდასავლური თუ დისკრიმინაციული განცხადება პატრიოტთა ალიანსმა (სულ 54) გააკეთა. მას მოსდევს გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა 25 განცხადებით და პარტია “ეროვნულები” , 7 განცხადებით.

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” შემთხვევაში, ჯამში, 5 დისკრიმინაციული კომენტარი გაკეთდა, 4- ლეიბორისტული პარტიიდან , ხოლო 1 – ნაციონალური მოძრაობდან.

ფოტო : მედიის მონიტორინგის ფონდის კვლევიდან

ფოტო : მედიის მონიტორინგის ფონდის კვლევიდან

მედიასაშუალებების შემთხვევაში, 164 კომენტარიდან  ანტიდასავლური შინაარსის 99 იყო.

“უმეტესობა ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოზე” (52) მოდის, რომელსაც მოსდევს ონლაინ გამოცემა “საქინფორმი” (23), ტვ “ობიექტივი” (16), გაზეთი “ასავალ-დასავალი” (7). ქსენოფობიური განცხადებებიდან (22) ყველაზე მეტი  გაზეთ “ასავალ-დასავალშიი” (7) დაფიქსირდა, რომელსაც თანაბრად მოსდევს ტვ “ობიექტივი”(6) და ონლაინ გამოცემა  “საქართველო და მსოფლიო” (6). ქსენოფობიას ასევე ვხვდებით “საქინფორმსა”(2) და გაზეთ “ალიაში” (1). მედიის ჰომოფობიური კომენტარებიდან (19) ყველაზე მეტი “საქართველო და მსოფლიოს” ავტორებს ეკუთვნით (12), ჰომოფობიას ასევე ვხვდებით გაზეთ “ასავალ-დასავალში” (5), “საქინფორმსა” (1) და “ალიაში” (1). მედიის თურქოფობიული/ისლამოფობიური კომენტარების (18) ყველაზე მეტი წილი პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებულ ტვ “ობიექტივზე” (8) მოდის. თურქუფობიულ/ისლამფობიურ ნარატივს ვხვდებით ასევე “საქართველო და მსოფლიოში”(5), “საქინფორმში” (3), “ასავალ-დასავალსა” (1) და ტვ “კავკასიაში” (1). გენდერულ სტერეოტიპებს “საქართველო და მსოფლიოს” (2), გაზეთების, “ასავალ- დასავალის” (1) და “პრაიმ ტაიმის” (1) შემთხვევაში ვხვდებით. რასობრივი კომენტარი (1), ასევე რელიგიური ნიშნით დისკირმინაცია (1) “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა.”

ფოტო : მედიის განვითარების ფონდის კვლევიდან

ფოტო : მედიის განვითარების ფონდის კვლევიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი