ახალი ამბებიეკონომიკა

ჭიათურაში მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა იწყება

19 ოქტომბერი, 2017 • 3107
ჭიათურაში მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა იწყება

ჭიათურაში მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა იწყება. ქარხანას „ჯორჯიან მანგანეზი“ აშენებს. ჭიათურაში მანგანუმის სიმბოლური კაფსულა საძირკველში ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ჩადეს.

“ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაციით, ქარხანა თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. ქარხნისთვის ახალი დანადგარები კომპანიამ გერმანული კომპანიის, „ოლ მინერალისგან“ შეიძინა. კომპანიის განცხადებით,  ქარხნისთვის გამოყოფილი ინვესტიციის მოცულობა 20 მილიონი დოლარია.  ქარხანაში „ჯორჯიან მანგანეზის“ 250-მდე თანამშრომელი დასაქმდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი