ახალი ამბები

თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატების ხედვები ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე

19 ოქტომბერი, 2017 • 1401
თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატების ხედვები ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე

თბილისის მერობის ოპოზიციურ კანდიდატებს საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მოუწევთ. მაგალითად, სესხების მოსაძიებლად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობისთვის თბილისის მერს მთავრობის შუამდგლომლობა დასჭირდება.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, როგორ წარმოუდგენიათ პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე თბილისის მერობის ოპოზიციურ კანდიდატებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და როგორ მოიქცევიან ისინი იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობებს გადააწყდებიან.

კანდიდატები არ გამორიცხავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატი გაიმარჯვებს, ხელისუფლებამ მათ კრიზისი განგებ შეუქმნას. ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მსგავს შემთხვევაში ღიად განაცხადებს ამის შესახებ. ელენე ხოშტარიას თქმით კი, ასეთ შემთხვევაში პოლიტკურ ბრძოლას გააგრძელებს. მთავრობასთან დაპირისპირების არც გიორგი ვაშაძე გმაორიცხავს, თუმცა, მისი თქმით, თბილისის მერს მაღალი ლეგიტიმაცია აქვს და ხელისუფლებას მოუწევს მასთან თანამშრომლობა. მსგავსი შეფასება აქვს ზაალ უდუმაშვილსაც. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ის მზადაა ყველასთან ითანამშრომლოს, მათ შორის, “ქართულ ოცნებასთანაც”.

ნახეთ “ნეტგაზეთის” ვიდეო და გაიგეთ, რას ამბობენ მერობის კანდიდატები ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი