ახალი ამბები

ჰიგიენური საფენების რეკლამაში ცისფერის ნაცვლად წითელი სითხე პირველად გამოიყენეს

19 ოქტომბერი, 2017 • 19861
ჰიგიენური საფენების რეკლამაში ცისფერის ნაცვლად წითელი სითხე პირველად გამოიყენეს

Bodyform პირველი ბრენდია დიდ ბრიტანეთში, რომელმაც ჰიგიენური საფენების რეკლამაში ცისფერის ნაცვლად წითელი სითხე გამოიყენა. ამ ბრენდის დამაარსებელმა კომპანიამ Essity-მ განაცხადა, რომ სურთ დაუპირისპირდნენ იმ ტაბუს, რომელიც მენსტრუაციის ირგვლივ არსებობს.

კომპანიამ კვლევაც ჩაატარა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 74%-ს სურს, რომ რეკლამებში მენსტრუაციას უფრო ავთენტური რეპრეზენტაცია ჰქონდეს.

ასევე შეიქმნა ვიდეოკამპანია #სისხლინორმალურია, რომელიც აჩვენებს ქალს შხაპის მიღების დროს, რომელსაც ფეხებზე მენსტრუალური სისხლი ჩამოსდის, კაცი კი მისთვის ჰიგიენურ საფენებს ყიდულობს.

“მენსტრუაცია ნორმალურია და მათი ჩვენებაც ნორმალური უნდა იყოს”- ვკითხულობთ რეკლამის ბოლოს.

აქამდე ჰიგიენური საფენების მწარმოებელი კომპანიები რეკლამებში ცისფერ სითხეს იყენებდნენ, რათა ეჩვენებინათ, თუ რა მოცულობის სითხის შეკავება შეუძლიათ მათ მიერ გამოშვებულ საფენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი