ახალი ამბები

ანონსი – 19 ოქტომბერი

18 ოქტომბერი, 2017 • 1465
ანონსი – 19 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ 19 ოქტომბერს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:


11:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გერმანიის თავდაცვის სამინისტროს (ბუნდესვერი) სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტისა და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით საქართველო-გერმანიის წლისადმი მიძღვნილი ბიოდაცვისა და  ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი გაიმართება. მისამართი:  26 მაისის მოედანი 1, სასტუმრო „Holiday Inn“


11:00 საათზე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) გამართავს წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას. მისამართი: სასტუმრო კოსტე (HotelCostes). თბილისი, კოსტავას ქუჩა 45ა (კინო ამირანის მიმდებარედ).


11:00 საათზე, ევროპული საქართველოს ყაზბეგის მერობის კანდიდატის ვიქტორ სუჯაშვილის და ირაკლი აბესაძის ბრიფინგი. თემა – მიწების რეგისტრაცია. მისამართი: ორთაჭალა, გულიას 1


11:30 საათზე ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიორგი კანდელაკის ბრიფინგი. თემა – წინასაარჩევნო დარევები ნინოწმინდა – ახალქალაქში. მისამართი: ორთაჭალა, გულიას 1


13.00 საათზე,  ,,ფუნიკულიორში,“ ქართულ-ამერიკული ბიზნესსაბჭო  აშშ-ს სავაჭრო და საინვესტიციო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ასევე აშშ-ს სავაჭრო პალატის და უცხოური საინვესტიციო კორპორაციების დაახლოებით  30 წარმომადგენელი დაესწრება. აშშ-ს სავაჭრო მისია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტისა და საქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით იმართება.


15:00 საათზე შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს. სიმბოლურ კაფსულას საძირკველში პირველი ვიცე- პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩადებს. ცერემონიას რეგიონული განვიათრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე მაია ზავრაშვილი, ჯორჯიან მანგანეზის დამფუძნებლები, ჯორჯიან ემერიქან ელოიზის ხელმძღვანელი პირები, გერმანული კომპანია ოლ მინერალის, ასევე საკანონმდებლო ორგანოს, ადგილობრივი ხელისუფლების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრის ადგილი: ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის სამმართველო. ძმები დეკანოზიშვილების ქუჩა N 1


 

მასალების გადაბეჭდვის წესი