ახალი ამბები

აპირებენ თუ არა თბილისის მერობის კანდიდატები საპატრიარქოსთვის მიწების გადაცემას

18 ოქტომბერი, 2017 • 2045
აპირებენ თუ არა თბილისის მერობის კანდიდატები საპატრიარქოსთვის მიწების გადაცემას

2016-2017  წლების სტატისტიკის მიხედვით, რომელიც “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებმა გაასაჯაროეს,  მხოლოდ ქალაქ თბილისის საკრებულომ 183 415 კვ.მ მიწა უსასყიდლოდ გადასცა საპატრიარქოს. მთლიანობაში, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მმართველობის ქვეშ არსებული მიწები  62,7 კვადრატულ კილომეტრს, აჭარბებს, რაც თითქმის ქალაქ ბათუმის ფართობს უტოლდება. მიწების უმეტესი ნაწილი საპატრიარქოს უსასყიდლოდ აქვს მიღებული. წინასაარჩევნოდ დისკუსია ამ თემაზე სწორედ “რესპუბლიკელებმა” გახსნეს, რომლებმაც საარჩევნო კამპანია ამ საკითხზე ააგეს.

“ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, რას ფიქრობდნენ თბილისის მერობის კანდიდატები საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიისთვის მუნიციპალური მიწების გადაცემაზე. იხილეთ კანდიდატების პასუხები ჩვენ მიერ მომზადებულ ვიდეომასალაში:

მასალების გადაბეჭდვის წესი