ახალი ამბები

„თბილისიმარათონი 2017“ 22 ოქტომბერს კვლავ გაიმართება – თბილისის მერია

18 ოქტომბერი, 2017 • 1508
„თბილისიმარათონი 2017“ 22 ოქტომბერს კვლავ გაიმართება – თბილისის მერია

„თბილისიმარათონი 2017“ 22 ოქტომბერს კვლავ გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

“ღონისძიების  ორგანიზატორებმა თბილისის მერიის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ გამართული მოლაპარაკების შედეგად მარათონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეცვალეს. „თბილისიმარათონი 2017“  ნაცვლად დილის 9:00 საათისა, 8:30-ზე დაიწყება და ღონისძიება 14:00 საათის ნაცვლად 11:00 საათზე დასრულდება, რაც დედაქალაქის ქუჩების პარალიზებისა და მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნის თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს.

თბილისის მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა როგორც მარათონის მონაწილეების, ასევე, მოქალაქეების ინტერესები.

ღონისძიების მიზნების – ქველმოქმედებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციიდან გამომდინარე, თბილისის მერია წლებია „თბილისიმარათონის“ მხარდამჭერია. დედაქალაქის მთავრობა წარმატებას უსურვებს სხვადასხვა გარბენის მონაწილეებსა და ღონისძიების ფარგლებში ჩამოსულ სტუმრებს”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

16 ოქტომბერს თბილისიმარათონის საორგანიზაციო ჯგუფმა გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ მერიასთან მოლაპარაკებები ჩაიშალა და 22 ოქტომბერს დაგეგმილი მარათონი აღარ ჩატარდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი