ახალი ამბებისაზოგადოება

მოსწავლეებზე ძალადობის ფორმები ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში

17 ოქტომბერი, 2017 • 6116
მოსწავლეებზე ძალადობის ფორმები ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში

სახალხო დამცველის აპარატმა სკოლებში  მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე კვლევა ჩაატარამონიტორინგმა აჩვენა, რომ სკოლებში გავრცელებულია ძალადობის როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ფორმები. კვლევის მიხედვით, დადგინდა, რომ  სკოლის მოსწავლეებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია ბავშვთა უფლებებისა და ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ, თუმცა მათი ცოდნა საკმაოდ ზედაპირულია. სკოლაში უფროსებს შორის მოძალადეები ყველაზე ხშირად საგნის მასწავლებელი და დამრიგებელი არიან. კვლევის მიხედვით, ძალადობის სხვადასხვა ფორმებიდან ყველაზე ხშირად ყვირილი გამოიყენება.

კვლევა

კვლევის პროცესში დირექციის წარმომადგენლებს, პედაგოგებსა და მანდატურებს დაუსვეს კითხვა საერთაშორისო და ადგილობრივ დოკუმენტებისა და კანონების შესახებ, რომლებიც  ბავშვთა უფლებებს არეგულირებს.

გაცემულ პასუხებს შორის შემდეგი  დოკუმენტები დასახელდა: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და  სკოლის შინაგანაწესი.

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ რესპონდენტთა მხოლოდ მცირე ნაწილმა იცოდა.

კვლევა

კვლევა

მონიტორინგის ფარგლებში შეფასდა სკოლის უსაფრთხოების საკითხიც. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, სკოლა ვალდებულია, სკოლის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნას უსაფრთხო გარემო.

კვლევის მიხედვით, რესპონდენტები  თავიანთ სკოლებს უსაფრთხოდ მიიჩნევენ. თუმცა მონიტორინგმა აჩვენა, რომ  ბულინგი და უცხო პირების  სკოლაში შესვლა პრობლემაა. ჩატარებული კვლევის მიხედვით, სკოლის თანამშრომლები უფრო უსაფრთხოდ განიხილავენ სკოლას, ვიდრე ბავშვები. სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირად სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები  ხელმძღვანელობას მიიჩნევენ.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სკოლის დირექციის წარმომადგენლებმა  და მანდატურებმა არ იციან ძალადობის სახეების შესახებ.

გამოკითხულთა ნაწილი  აშკარა ძალადობის ფაქტებს, მაგალითად, თავში წამორტყმას, ხელის კვრას, ყურის აწევას, თმის მოქაჩვას ძალადობად არ მიიჩნევს.

3

 

სკოლის თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი, მოსწავლეების მნიშვნელოვან ნაწილს, ძალადობად არ მიაჩნია მოსწავლის დასჯის მიზნით გაკვეთილის განმავლობაში ფეხზე დაყენება; მოსწავლის მიერ საკლასო ოთახის/ეზოს/ სკოლის დერეფნის/ტუალეტის დალაგება; სკოლის თანამშრომლების მიერ მოსწავლის (მოსწავლეების) დაბარება შინამეურნეობაში დასახმარებლად.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სკოლებში უფროსები მოსწავლეებს დამამცირებელად  მიმართავენ და ისეთ ფრაზებს იყენებენ, როგორიცაა: „დებილო!“, „სულელო“, „უჭკუო“, „დაუნო“ „ლაწირაკო“, „უტვინოებო, ბატებო, ჩლუნგებო“  და სხვა.

ავტორების განმარტებით, მონიტორინგის მიზანი იყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის პრევენციისა და სავარაუდო ძალადობისგან დაცვის ხელშეწყობა.  ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, სახალხო დამცველმა საქმის წარმოება დაიწყო ბავშვის მიმართ ძალადობის 47 ინდივიდუალურ შემთხვევაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი