ახალი ამბები

Wizzair გაზაფხულიდან ქუთაისი-ათენის მიმართულებით ფრენას ამატებს

16 ოქტომბერი, 2017 • 1519
Wizzair გაზაფხულიდან  ქუთაისი-ათენის მიმართულებით ფრენას ამატებს

ავიანკომპანია Wizzair 2018 წლის გაზაფხულიდან  ათენის მიმართულებით ფრენას იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, ფრენები ქუთაისის აერპორტიდან განხორციელდება და ბილეთის საწყისი ფასი  9.99 ევრო იქნება.

Wizzair ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს.

ავიაკომპანია 2018 წლის მისიდან ოთხი ახალი მიმართულებით ამატებს ფრენებს. რომში, პარიზში, ბარსელონასა და პრაღაში ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან განხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი