ახალი ამბები

ქუთაისში წყალდიდობის შედეგად შენობები დაიტბორა, მათ შორის, სკოლები

16 ოქტომბერი, 2017 • 3261
ქუთაისში წყალდიდობის შედეგად შენობები დაიტბორა, მათ შორის, სკოლები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უხვი ნალექისგან გამოწვეული სირთულეების გამო, იმერეთიდან „112“-ში 300-მდე შეტყობინება შევიდა.

ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები, ასევე, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები.

“უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა ქუთაისის 32-ე და 35-ე საჯარო სკოლების პირველი სართულები და სარდაფები. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ორივე სასწავლო დაწესებულებიდან მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაცია დროულად განახორციელეს”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, გადაუღებელი წვიმის შედეგად, მდინარე ოღასკურაც ადიდდა და ქალაქ ქუთაისის დასავლეთი ნაწილი დატბორა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. შსს-ს სამაშველო ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.

იუსტიციის სახლი ქუთაისში საიდანაც სახანძრო მანქანის მეშვეობით ტუმბავენ წყალს ფოტო: ნათია გაბეჩავა

“შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა ასევე ოპერატიული დახმარება გაუწიეს ქუთაისის ორ სამშობიარო დაწესებულებას. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს 4 საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც დატბორილია შენობების პირველი სართულები და სარდაფები, ცენტრალურ გზებზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები”,- აცხადებენ შსს-ში/

მასალების გადაბეჭდვის წესი