ახალი ამბები

თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, „ლიბერალმა“ სპეციალური სარაგბო ჟურნალი „ჩვენი თამაში“ გამოსცა

16 ოქტომბერი, 2017 • 1132
თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, „ლიბერალმა“ სპეციალური სარაგბო ჟურნალი „ჩვენი თამაში“ გამოსცა

სარაგბო ჟურნალის პრეზენტაცია 15 ოქტომბერს, კაფეში „ჩარლი ლისი“  გაიმართა და მას ქართველი მორაგბეები, რაგბის კავშირის წარმომადგენლები და  რაგბის გულშემატკივრები დაესწრნენ.

„ჩვენი თამაში” ჟურნალ „ლიბერალის” სპეციალური სარაგბო გამოცემაა, რომელიც ქართული რაგბისისტორიის, საინტერესო ფაქტების, ადამიანების, მოვლენების და მოსაზრებების კრებულია. გიოახვლედიანი, დათო ტურაშვილი, გიორგი კეკელიძე, ჟურნალისტებთან და რაგბის გულშემატკივრებთანერთად გამოცემის მკითხველს საინტერესო საავტორო სვეტებით, ინტერვიუებით, პროფაილებით,ანალიტიკური სტატიებით, თვალსაზრისებით ქართულ რაგბიზე მოუყვებიან.
ჟურნალის პრეზენტაციაზე სამოყვარული ფესტივალიც გაიმართა თაჩ-რაგბიში, რომელში მონაწილეობანებისმიერ მსურველს შეეძლო.

პროექტის გამომცემელია „ლიბერალი” „თიბისი ბანკის” მხარდაჭერით.

დღეიდან ჟურნალის ყიდვა რაგბის გულშემატკივრებს  პრესის ჯიხურებში შეუძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი