ახალი ამბებიეკონომიკა

ტელეიმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე “ლიბერთი ბანკის” ბენეფიციარი მესაკუთრე გახდა

16 ოქტომბერი, 2017 • 3209
ტელეიმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე “ლიბერთი ბანკის” ბენეფიციარი მესაკუთრე გახდა

სს „ლიბერთი ბანკის“ აქციათა 74.64%-იანი წილი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებულმა კომპანიამ, „European Financial Group B.V.“-მ (შემდგომში „EFG“) შეიძინა.

ამ გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).

“ეს გარიგება ბანკის სტრატეგიული განვითარებისა და მომავალი ზრდისთვის პოზიტიური შედეგის მომტანია, რადგან „EFG“-ის მფლობელები არიან წარმატებული ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში დიდი ოდენობის აქტივებს ფლობენ და მართავენ; მათ გააჩნიათ საქართველოს ბიზნესსექტორის და განსაკუთრებით საბანკო სექტორის სიღრმისეული ცოდნა”, – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ირაკლი რუხაძე ტელეკომპანია “იმედის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა. ის ასევე გახლავთ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მრჩეველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი