ახალი ამბები

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

16 ოქტომბერი, 2017 • 2068
ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქის ერთი ნაწილის ქუჩები დატბორა. მერიაში აცხადებენ, რომ სანიაღვრე მილები უკვე მწყობრშია და ახლა ნალექის შეწყვეტას ელოდებიან.

“მდინარე ოღასკურაა კალაპოტიდან გადმოსული და სადაც ემიჯნება ქალაქის ტერიტორიას, იქ არის ცოტა პრობლემები. ეს არის ავტოქარხნის უბანი, ავტომშენებლის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია. პარლამენტის უკან გადის ეს მდინარე. განსაკუთრებული ნალექი მოვიდა, ჯერ დაზუსტებული არ არის, მაგრამ ამბობენ, რომ 6 საათში მოვიდა 3 თვის ნალექი. ჩვენ სანიაღვრე სისტემებს ვუკეთებთ ოპერირებას, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, სადაც არ ატარებდა. სტიქიაა, მდინარეა გადმოსული. სისტემები უკვე ატარებს, ნალექი უნდა შეწყდეს,”,- განუცხადა “ნეტგაზეთს” გელა გაგუამ, ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა.

პრობლემები შეიქმნა საავტომობილო გზაზეც, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ. 132 მონაკვეთზე მიწა-კლდის  ზვავი ჩამოვიდა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი