ახალი ამბები

მეტროსადგური უნივერსიტეტი გაიხსნა [ფოტო/ვიდეო]

16 ოქტომბერი, 2017 • 7271
მეტროსადგური უნივერსიტეტი გაიხსნა [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 16 ოქტომბერს, 11 საათზე მეტროსადგური უნივერსიტეტი ოფიციალურად გაიხსნა, მგზავრებს კი დღის მეორე ნახევრიდან უმასპინძლებს.

მეტროსადგურის გახსნას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ.

მეტროსადგური აგვისტოს თვიდან სატესტო რეჟიმში მუშაობდა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით,  15-დან 20 სექტემბრამდე უნდა გახსნილიყო.

მეტროპოლიტენის სადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობა 21 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო და 2015 წლის 28 ივლისიდან განახლდა.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია. ის ქალაქში რიგით 23-ე მეტროსადგური იქნება.

მეტროსადგურის გახსნას მთავრობის წევრებთან და პარლამენტის დეპუტატებთან ერთად თბილისის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, კახა კალაძეც დაესწრო.

კახა კალაძე მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნაზე მეტროსადური სახელმწიფო უნივერსიტეტი მეტროსადური სახელმწიფო უნივერსიტეტი მეტროსადური სახელმწიფო უნივერსიტეტი მეტროსადური სახელმწიფო უნივერსიტეტი მეტროსადური სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეტროსადური სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეტროსადური სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეტროსადური სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეტროსადური სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეტროსადგური უნივერსიტეტი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი