ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჰერბერტ ზალბერი ტოივო კლაარმა შეცვალა

15 ოქტომბერი, 2017 • 2342
ჰერბერტ ზალბერი ტოივო კლაარმა შეცვალა

ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიაში ესტონელი დიპლომატი, ტოივო კლაარი დაინიშნა. ამ პოსტზე მან ჰერბერტ ზალბერი შეცვალა.

ტოივო კლაარი 2013 – 2014 წლებში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა. 2005-2010 წლებში კი ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა.

ჰერბერტ ზალბერის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ საუბარი საქართველოს პოლიტიკურ წრეში 2017 წლის მაისში დაიწყო, როდესაც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, ცხინვალში ვიზიტის დროს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან ჰერბერტ ზალბერმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ეს განცხადება ქართული მხარის უკმაყოფილების მიზეზი გახდა მას შემდეგ, რაც ქართული მედიის ნაწილმა ზალბერის აღნიშნული მილოცვა “სკანდალურ ფაქტად” შეაფასა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი