ახალი ამბები

უამინდობის გამო თუშეთის მიმართულებით ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა

15 ოქტომბერი, 2017 • 1339
უამინდობის გამო თუშეთის მიმართულებით ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა

თოვლისა და შეზღუდული ხილვადობის გამო თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული გზის კმ1-11 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი