ანონსი – 15 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ 15 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

 


10:00 საათზე, “ერთობა ახალი საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი ზვიად ბაღდავაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო სიები და დარღვევები, არარსებულ კორპუსებში რეგისტრირებული ამომრჩეველი. მისამართი: ქუთაისი, რუსთაველის N21. საკონტაქტო: 599778801.


12:00 საათზე, შარდენზე, “ქართული ღვინის ფესტივალი 2017” გაიმართება, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი გახსნის. ქართული ღვინის მწარმოებლები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ ღვინოებს წარუდგენენ და ერთმანეთს საუკეთესო მეღვინის ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. გამოფენაზე 40-მდე სახეობის ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა იგეგმება.


12:00 საათზე, წეროვანის დევნილთა დასახლებაში (ახალგაზრდული სახლის შენობაში) ჩატარდება სამუშაო შეხვედრა თემაზე – „მშვიდობა მნიშვნელოვანია”. საკონტაქტო პირები: ნანა ჩქარეული – 599410250; ქეთი ვასაძე – 593134133.


13:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში გაიმართება საბავშვო ონლაინ უნივერსიტეტის პრეზენტაცია, რომელიც ამიერიდან უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი გერმანულ და ქართულად ენებზე. ბავშვებისთვის ამ საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტის პრეზენტაციას ოფიციალურად გახსნის გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საშა ფაბრი. ღონისძიებას დაესწრებიან გერმანიის საელჩოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. მისამართი: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის #16. საკონტაქტო: მზეხა მახარაძე – 593592872.


13:00 საათზე, ნუცუბიძის ქუჩის (N77) მაცხოვრებელი სამეზობლო თემის აქცია – დაიკავე სკვერი! სამეზობლო მათი საცხოვრისის წინ არსებულ სკვერში, მასშტაბური კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. სამეზობლოს პრინციპული წინააღმდეგობის შედეგად, ინვესტორმა ნაწილობრივ შეცვლა პროექტი. თუმცა, ამ ეტაპზე, საკრებულოში გადაგზავნილი პროექტი კვლავ ითვალისწინებს სკვერში მშენებლობის ნაწილის განხორციელებას. ღონისძებას ანალოგიური პრობლემის მქონე სხვა უბნის სამეზობლო თემებიც შემოუერთდებიან. საკონტაქტო პირი: ანანო ცინცაბაძე – 577292201.


14:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან, ნაციონალური მოძრაობა აქციას გამართავს და თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების გააპროტესტებს, რომელთა მიხედვითაც დამატებითი ფართები გადაეცა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს – მიწის ნაკვეთი თაბორის რეზორტის პროექტის ფარგლებში გოლფის მოედნის სარწყავის მოსაწყობად და ასევე მიწის ნაკვეთი პუშკინის სკვერთან მიწისქვეშა პარგინისთვის პროექტ “პანორამა თბილისის” პროექტისთვის.


14:00 საათზე, ევროპის მოედნის მიმდებარედ (რიყის პარკში) აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს-გამოფენა “აფხაზეთი 2017”-ს გახსნიან. საკონტაქტო პირი: სოფო მაქაცარია – 591650500.


14:00 საათზე, „შენების მოძრაობის“ პროგრამის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: რიყის პარკი, ამფითეატრი. საკონტაქტო პირი: ეკო კვანტალიანი – 595523034.


14:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ თბილისიმარათონის საორგანიზაციო ჯგუფი პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი, თბილისიმარათონის სპორტული დირექტორი – ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასთვის“ პრეზიდენტი მაია აზარაშვილი და თბილისიმარათონის გარბენის დირექტორი პიტერ გოთვალდი დაესწრებიან.


14:00 საათზე, კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის ოჯახი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას გამართავს.


14:30 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში ევროპული საქართველოს შეხვედრა მხარდამჭერებთან. მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა N15ა. საკონტაქტო პირები: თორნიკე დიასამიძე – 597040608; თეონა ოთანაძე – 577951115.


15:00 საათზე, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის გაუქმებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დედა ენის ბაღში საგანგებო ბრიფინგს გამართავს. საკონტაქტო პირი: მარინა ასათიანი – 599119999.


15:00 საათზე, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, “ლიბერალმა” სპეციალური სარაგბო ჟურნალი “ჩვენი თამაში” გამოსცა, რომლის პრეზენტაცია კაფე “ჩარლი ლისში” გაიმართება. მისამართი: ლისის ტბა.


16:00 საათზე, ხაშურში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის რამაზ ნოზაძის წარდგენა გაიმართება.


17:00 საათზე, „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი საბურთალოს მოსახლეობას შეხვდება. მისამართი: პეკინის N41, დევნილთა დასახლება. საკონტაქტო პირი: ეკო კვანტალიანი – 595523034.


17:00 საათზე, ცხოველთა დამცველები გამართავენ საპროტესტო აქცია-მსვლელობას “არა ცხოველთა რიტუალურ მკვლელობებს”. აქციის ჩატარების საფუძველი ̶ პატრიარქის განცხადებაა, რომლითაც მან მრევლს ცხვრების მსხვერპლშეწირვისკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეები შევიკრიბებით მეტრო მარჯანიშვილთან, შემდგომ კი რუსთაველის გამზირის და თავისუფლების მოედნის გავლით გადაინაცვლებენ საპატრიარქოსთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.