ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ილია მეორეს კიდევ დიდხანს მეუფებას ვუსურვებ [ვიდეო]

14 ოქტომბერი, 2017 • 4886
კვირიკაშვილი: ილია მეორეს კიდევ დიდხანს მეუფებას ვუსურვებ [ვიდეო]

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს და მოსახლეობას სვეტიცხოვლობას მცხეთიდან ულოცავს. პრემიერმა ილია მეორეს აღსაყდრებიდან მე-40 წელი მიულოცა და ქვეყანას მისი პატრიარქობა კიდევ დიდხანს უსურვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 40 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც სვეტიცხოვლის ტაძარში ილია მეორის პატრიარქად აღსაყდრება მოხდა. ილია შიოლაშვილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლის 25 დეკემბრიდან წინამძღოლობს.

“მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პატრიარქს. ეს არის მე-40 სვეტიცხოვლობა მისი პატრიარქობის და მას, პირველ რიგში, ვუსურვებ დღეგრძელობას, ხოლო საქართველოს – ჩვენი პატრიარქის კიდევ დიდხანს მეუფებას. ამ ქვეყნისთვის ეს არის უფლის ძალიან დიდი მადლი. მინდა ყველას მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, საქართველოს ვუსურვო გაძლიერება და უკეთესი მომავალი,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. მორწმუნეების დიდი ნაწილი ამ დრის აღსანიშნავად ქვეყნის პირველ სატახტო ქალაქ მცხეთაში მიდის, სადაც XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – სვეტიცხოვლის ტაძარი მდებარეობს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი