შსს: რუსთავში ნარკორიალიზატორი დავაკავეთ [სპეცოპერაციის ვიდეო]

13 ოქტომბერს, საღამოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავში სპეცოპერაცია ჩაატარეს და 1985 წელს დაბადებული ხ.კ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. შსს-ს განცხადებით, პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 2 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.