STOP RUSSIA – ქართული გამომცემლობების და მწერლების აქცია-პერფორმანსი ფრანკფურტში

13 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მესამე დღეს, ქართველმა გამომცემლებმა და მწერლებმა საქართველოს ეროვნულ სტენდზე რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქცია-პერფორმანსი გამართეს. ფოტომასალას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს.

ქართული გამომცემლობების წარმომადგენლებსა და მწერლებს გამოფენილი ჰქონდათ ბანერები სხვადასხვა წარწერებით, სადაც აღნიშნული იყო, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

“ჩვენ ვართ მწერლები და გამომცემლები საქართველოდან. ჩვენ გვაქვს ხმა და ჩვენ გვაქვს ძალა. სიტყვა უფრო ძლიერია, ვიდრე იარაღი. შეწყვიტე მცოცავი ოკუპაცია. წაიკითხე ჩვენი ლიტერატურა, რომ ისწავლო მშვიდობა და გაგება,” – წერია აქცია-პერფორმანსის მონაწილეთა მიერ გამოფენილ ბანერებზე.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება და ქართული მხარე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.

ქართული გამომცემლობების და მწერლების პროტესტი ფრანკპუტის წიგნის ფესტივალზე. ფოტო: GPBA

ქართული გამომცემლობების და მწერლების პროტესტი ფრანკპუტის წიგნის ფესტივალზე. ფოტო: GPBA

ქართული გამომცემლობების და მწერლების აქცია-პერფორმანსი ფრანკპუტის წიგნის ბაზრობაზე. 13.10.2017. ფოტო: GPBA

ქართული გამომცემლობების და მწერლების აქცია-პერფორმანსი ფრანკპუტის წიგნის ბაზრობაზე. 13.10.2017. ფოტო: GPBA

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.