საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის დიზაინი ცნობილია. ფოტო: "თბილქალაქპროექტი."

კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის დიზაინი შეარჩია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის კონკურსი კომპანია “თბილქალაქპროექტმა” მოიგო. კონკურსი დღეს, 12 საათზე დასრულდა. ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის კომისიამ ხარისხის ჯამურ შეფასებაში ყველაზე მაღალი ქულა “თბილქალაქპროექტს” მიანიჭა. კონკურსში სამი კომპანია- “თბილქალაქპროექტი”, “არტსტუდიო-პროექტი” და BWC მონაწილეობდა.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის შერჩევა ხმისნმიცემითაც იყო შესაძლებელი, რომლის  მიხედვითაც, მონაწილეთა შორის ყველაზე მეტი ხმა “თბილქალაქპროექტმა” მიიღო ( 14 227); მეორე ადგილზე “არტსტუდიო-პროექტი“ (11127 ხმა), ხოლო  მესამე  ადგილზე BWC გავიდა (7 727 ხმა). 

კონკურსის პირობების თანახმად, შენობის დიზაინის გამარჯვებას ორი მაჩვენებელი განაპირობებს: ხარისხი და ფასი. ხარისხი, თავის მხრივ, ხუთი კრიტერიუმით ფასდება, ესენია ფუნქციონალური მხარე, პრეტენდენტის გამოცდილება, პერსონალის გამოცდილება, მიწოდების ვადა და დიზანი. კომისიამ პირველი ოთხი კრიტერიუმი შეაფასა, ხოლო უკანასკნელის შერჩევა ხმის მიცემით იყო შესაძლებელი.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, სამშენებლო ტენდერი 6-7 თვეში გამოცხადდება, ხოლო მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება.

“თბილქალაქპროექტის” დიზაინის მიხედვით, შენობა 7 სართულს მოიცავს, აქედან 3 სართული პარკინგისთვის, ხოლო 4 – სამუშაო სივრცისთვის. პროექტის  მთლიანი მოცულობა 22 00 კვ. მეტრი იქნება. ფართობში გათვალისწინებულია პავილიონები, პარკინგი და სხვა საერთო სივრცეები. “თბილქალაქპროექტის” დოკუმენტაციის მიხედვით, შენობა შშმ პირებზე იქნება მორგებული. შენობას “თბილქალაქპროექტი 999 999 ლარად ააშენებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის დიზაინი ცნობილია. ფოტო: "თბილქალაქპროექტი."

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის დიზაინი ცნობილია. ფოტო: “თბილქალაქპროექტი.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან