Interviewsახალი ამბებირეკლამა

რატომ უნდა შეიძინოთ ბინა ბათუმის ბულვარში მშენებარე „ალიანს პალასში“ – ათი ფაქტი

13 ოქტომბერი, 2017 • 2475
რატომ უნდა შეიძინოთ ბინა ბათუმის ბულვარში მშენებარე „ალიანს პალასში“ – ათი ფაქტი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმის ბულვარში უმაღლესი კლასის, 41-სართულიან ცათამბჯენს აგებს. ეს მრავალფუნქციური, პრემიუმ-კლასის აპარტამენტებია გამართული ინფრასტრუქტურით, თანამედროვე ცხოვრებას მორგებული საჭიროებებითა და კომფორტით.

Fusion Studio TIFF File

ქვემოთ ჩამოთვლილი ათი ფაქტი ბათუმში „ალიანს პალასის“ უნიკალურობას გამოკვეთს.

  • „ალიანს პალასი“ მათთვისაა, ვისაც მრავალფუნქციური გარემო იზიდავს. ცათამბჯენის პირველ ხუთ სართულზე ცნობილი ბრენდის, Courtyard Marriott-ის სასტუმრო განთავსდება. რესტორნები და კაზინო – აქ ყველაფერია თქვენი გართობისათვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად – „ალიანს პალასი“ ერთ სივრცეში აერთიანებს სპა და ფიტნეს სერვისებსაც.
  • ზედა სართულებზე განთავსდება კომფორტული აპარტამენტები. „ალიანს პალასი“ ყველაზე მაღალი ცათამბჯენია ბათუმში, საიდანაც ჩიტების ფრენის სიმაღლიდან დაჰყურებთ ქალაქს.

  • „ალიანს პალასში“ აპარტამენტის ფლობა ნიშნავს ზღვიდან მონაბერ სუფთა ჰაერს თქვენს სახლში. ყველა აპარტამენტს აქვს აივანი, საიდანაც საოცნებო ხედი იშლება მთელ ქალაქსა და შავი ზღვის სანაპიროზე.
  • ენერგოეფექტური, უსაფრთხო, მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები – მაღალი ხარისხი „ალიანს ჯგუფის“ სავიზიტო ბარათია.
  • თავისუფლება მომაბეზრებელი წვრილმანებისგან – თქვენ მხოლოდ ცხოვრებით ტკბობა გევალებათ. „ალიანს პალასის“ კონსიერჟები, დამლაგებლები, ტექნიკური და უსაფრთხოების სამსახურები თქვენს ნაცვლად იზრუნებენ ყოველდღიურ, ყოფით წვრილმანებზე.

  • თქვენ არ გიწევთ ზრუნვა სად გააჩეროთ ავტომობილი, „ალიანს პალასს“ საკუთარი მიწისქვეშა ავტოპარკინგი აქვს.
  • ერთი კვადრატული მეტრი ბინის ფართობის ღირებულება „ალიანს პალასში“ 1400$-ია. შეთავაზებისა და სერვისების გათვალისწინებით ეს საუკეთესო ფასია პრემიუმ-კლასის აპარტამენტებისთვის.
  • „ალიანს პალასში“ შეძენილი აპარტამენტი ინვესტიციაა. შეგიძლიათ თვითონ გააქირავოთ აპარტამენტი ან მართვის საერთაშორისო კომპანიას მიანდოთ ეს საქმე.
  • მთლიანი თანხის გადახდა გსურთ? თქვენი მონდომება შეუმჩნევლად არ დარჩება და ისარგებლებთ ექსკლუზიური, სპეციალური ფასდაკლებით.

Fusion Studio TIFF File

  • შეგიძლიათ აპარტამენტის ღირებულების 30 პროცენტი წინასწარ გადაიხადოთ, შემდეგ კი კომპანიის შიდა უპროცენტო განვადებით ისარგებლოთ და ეტაპობრივად დაფაროთ ხარჯები ან ერთ დღეში მიიღოთ კომპანიის პარტნიორი ბანკებისგან იპოთეკური სესხი – შემოსავლის შემოწმების გარეშე.

„ალიანს პალასის“ უპირატესობების ჩამონათვალი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს. ამ უპირატესობებს ამყარებს სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფის“ მრავალწლიანი ისტორია.

Fusion Studio TIFF File

კომპანიას ოცზე მეტი გრანდიოზული პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში და ბოლო თერთმეტი წლის მანძილზე ორას მილიონ დოლარზე მეტი აქვს დაბანდებული უკვე დასრულებულ პროექტებში. ასევე, „ალიანს ჯგუფი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც სასტუმრო-აპარტამენტების ბიზნეს-მოდელი დაამკვიდრა.

იჩქარეთ, „ალიანს პალასში“ აპარტამენტების მშენებლობა 2018 წლის ივნისში დასრულდება და მომავალი ზაფხული თქვენ უკვე შეგეძლებათ გაატაროთ თქვენი ოცნების სახლში, ბათუმის სანაპიროზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი