anonsi2

ანონსი – 13 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ 13 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებათა ანონსს:

10:30 საათზე, “ცესკოს” თავმჯდომარე თამარ ჟვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: დავით აღმაშენებლის მე-13 კმ; “ცესკო”.

10:30 საათზე, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზი; 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი. მისამართი: ნუცუბიძის #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565.

10:30 საათზე, საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით(15 სექტემბერი) უსინათლო და მცირემხედველ ადამიანთა პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: ა. გახოკიძის #11ა(ყოფილი ლეონიძის ქუჩა). აკონტაქტო პირი: გია ჯვარშეიშვილი – 577451285.

10:50 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.

11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.

11:00 საათზე, აგროტოქსიკოლოგი ხათუნა ახალაია პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “აზიური ფაროსანას” მავნებლობა აგრონომიული, ტოქსიკოლოგიური და გარემოსდაცვითი კუთხით. მისამართი: ნუცუბიძის #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

11:00 საათზე, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი ველობილიკის მარშრუტის შესწავლის მიზნით ველოგარბენს მოაწყობენ. საკონტაქტო პირი: მირიან ლებანიძე – 551884599

11:00 საათზე, სამტრედიის მერობის კანდიდატი”ევროპული საქართველოდან” ავთანდილ სტურუა სახელმწიფო კაცელარიაში აზიური ფაროსანას მიერ გამოწვეული ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნის მოთხოვნით მოსახლეობის ხელმოწერებს შეიტანს.

11:30 საათზე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია ნარკოპოლიტიკის თემაზე ბრიფინგს გამართავენ. მისამართი: სოფიკო ჭიაურელის №13, ფიქრის გორა, თბილისი.

13:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თბილისის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო ხედვებისა და მათი ფინანსური შეფასების პრეზენტაციას გამართავს.

14:00 საათზე, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გოჩა თევდორაძე ბრიფინგს გამართავენ. თემა: სოციოლოგიური კვლევები. მისამართი: სობჩაკის #3 საკონტაქტო პირი: მარიამ ბაციაშვილი – 558123412.

16:00 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” პროექტის “დიაბეტური ტერფის მკურნალობის გაუმჯობესება” ფარგლებში, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება. მისამართი: საკონტაქტო პირი: სიმონ გაბრიჭიძე – 599969463.

16:00 საათზე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: გრიპის სეზონური ვაქცინაცია. მისამართი: თბილისი, მ. ასათიანის #9. საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი – 595 956 103; ამბროსი კეკელიძე – 595946431.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან