აბაშიშვილის თქმით, პარლამენტში მდებარე პრეზიდენტის ოთახში შესვლის უფლებას უზღუდავენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, დღეს მიიღეს ინფორმაცია, რომ მას და უშიშროების საბჭოს მდივანს ქუთაისის პარლამენტის შენობაში მდებარე პრეზიდენტის ოთახში შესვლის უფლებას არ მისცემენ.

“მე ვნახე კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია და კონსტიტუციის პროექტიც და არსად არ წერია, რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს, საკუთარი ადმინისტრაციის წევრები და მაღალი თანამდებობის პირები არ შეუშვას საკუთარ სამუშაო ოთახში,” – ამბობს აბაშიშვილი.

მისი განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ქუთაისის პარლამენტის პრეზიდენტის სამუშაო ოთახში შესვლას და სამუშაო პირობების შექმნას ნამდვილად აპირებენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იმედოვნებს, რომ ეს გაუგებრობაა და საკითხი მალე მოგვარდება.

გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.