ახალი ამბები

დაკავებულებს, სავარაუდოდ, ჰიპერმარკეტ “გორგიას” მფლობელის გატაცება სურდათ

12 ოქტომბერი, 2017 • 4921
დაკავებულებს, სავარაუდოდ, ჰიპერმარკეტ “გორგიას” მფლობელის გატაცება სურდათ

შსს-ს ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად 4 დაკავებულ პირს  ერთ-ერთი ბიზნესმენის გატაცება და ფულის გამოძალვა სურდა.

თუ ვინ არის ეს ბიზნესმენი, შსს ამის შესახებ არ საუბრობს, რათა პერსონალური ინფორმაცია არ დაირღვეს.

“ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს ბიზნესმენი შესაძლოა სამშენებლო ჰიპერმარკეტ “გორგიას” დამფუძნებელი გია გორგოშაძე იყოს, თუმცა “გორგიას” პრესსამსახურმა განგვიცხადა, რომ ამ საკითხზე მას ინფორმაცია არ აქვს.

შსს-მ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით თბილისში 4 ადამიანი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით მოქალაქე გ. გ-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს. განზრახვის აღსრულების მიზნით, მათ დაზარალებულის საცხოვრებელ კორპუსში ბინა წინასწარ დაიქირავეს, საიდანაც მას აკვირდებოდნენ და მისი გადაადგილების მარშრუტს სწავლობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი