ახალი ამბებისამართალი

სასამართლომ ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯა

12 ოქტომბერი, 2017 • 3185
სასამართლომ ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯა

დღეს, 12 ოქტომბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცოლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული კ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მას სასჯელის სახედ/ზომად 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კ.ს-მ ეჭვიანობის ნიადაგზე 14 წლის შვილის თანდასწრებით ცოლს სცემა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო,” – გვაცნობეს რუსთავის საქალაქო სასამართლოდან.

სამართალდამცველებმა კ.ს. 3 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი