ახალი ამბები

ხე-ბუჩქნარის გაჩეხვისა და ყალბი ზედნადებების დამზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

12 ოქტომბერი, 2017 • 1784
ხე-ბუჩქნარის გაჩეხვისა და ყალბი ზედნადებების დამზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, საგამოძიებო სამსხურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და ხის მასალის რეალიზაციასთან დაკავშირებული ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული პირი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში უკანონოდ ახორციელებდა ხის ჭრას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ხე – მასალის რეალიზაციას ყალბი სასაქონლო ზედნადებებს გამოყენებით ახდენდა.

როგორც ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

უკანონოდ გაჩეხილი ხეები. ფოტო: ფინანსთა სამინისტრო

უკანონოდ გაჩეხილი ხეები. ფოტო: ფინანსთა სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი