ახალი ამბებიეკონომიკა

მთავრობის გეგმით, საქართველოში ბუნებრივ აირს კიდევ 5 430 აბონენტი მიიღებს

11 ოქტომბერი, 2017 • 2432
მთავრობის გეგმით, საქართველოში ბუნებრივ აირს კიდევ 5 430 აბონენტი მიიღებს

მთავრობის გეგმით, საქართველოში ბუნებრივ აირს კიდევ 5 430 აბონენტი მიიღებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ბუნებრივ აირს  5 430 აბონენტი მიიღებს.

ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა 11 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზიფიცირებისთვის საჭირო პროცედურები კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაიწყება:

33995“დამატებით გადაწვეტილება იქნა მიღებული, რომ გაზიფიცირების პროექტირება დავიწყოთ და შემდეგ გაზიფიცირება განვახორციელოთ დაბა ჩხოროწყუში, ქალაქ წალენჯიხაში, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისის და სენაკის მუნიციპამიტეტის სოფელ ნაქალაქევში. დაახლოებით 5 430 აბონენტი მიიღებს გაზს. პროექტირება დაიწყება, რის შემდეგაც სამშენებლო ეტაპი დაიწყება” – თქვა ზურა ალავიძემ.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობა ბოლო წლებია გაზიფიცირების პროექტს ახორციელებს, საქართველოში კვლავაც რჩება უამრავი მუნიციპალიტეტი, სადაც მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი