ახალი ამბები

მიტროპოლიტ პეტრეს თქმით, სინოდზე განსახილველი საკითხების შესახებ საქმის კურსში არ არის

11 ოქტომბერი, 2017 • 3535
მიტროპოლიტ პეტრეს თქმით, სინოდზე განსახილველი საკითხების შესახებ საქმის კურსში არ არის

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა იწყება, თუმცა განსახილველი საკითხები უცნობია. დღის წესრიგი სხდომის დაწყებამდე არც ერთმა ეპისკოპოსმა არ დააკონკრეტა, მათ შორის არც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც თქვა, რომ მისთვის ეს ინფორმაცია უცნობია.

“საკითხები, სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილი არ არის. შევთხოვ უფალს, რომ წმინდა სინოდის სხდომას სულიწმინდა უძღვოდეს და ღირსეულად, ობიექტურად, მიუკერძოებლად ჩატარდეს და სამართლიანად გადაწყდეს”, – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ სხდომის დაწყების წინ.

“მე მგონია, რომ მომავალ სვეტიცხოვლობასთნ დაკავშირებით იმართება სხდომა”, – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ზოსიმემ, წილკნელმა მიტროპოლიტმა. მისი თქმით, სხდომა არ უნდა უკავშირდებოდეს მიტროპოლიტ პეტრეს ან ციანიდის საქმეს, თუმცა არ იცის, რატომ დაიგეგმა სხდომა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სხდომაზე შესაძლოა კიდევ ერთხელ დადგეს მიტროპოლიტ პეტრეს ჭყონდიდის ეპარქიიდან გამოწვევის საკითხი, თუმცა ეპისკოპოსები დღეს არც ამ ინფორმაციაზე აკეთებენ კომენტარს.

სინოდმა მიტროპოლიტი პირველად მიმდინარე წლის 9 მარტს დასაჯა, როდესაც იგი ტელეკომპანია საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორობიდან გადააყენეს. მაშინ გავრცელებული, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, სინოდის წინაშე მიტროპოლიტ პეტრესთვის ეპარქიის ჩამორთმევის წინადადება თავად ილია მეორემ დააყენა, თუმცა საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მაშინ ეპისკოპოსებს არ მიუღიათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი