ახალი ამბები

კალიფორნიაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

11 ოქტომბერი, 2017 • 1523
კალიფორნიაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. კვირას გაჩენილი ხანძრის დროს ათასობით სახლი განადგურდა. ხანძარმა ყველაზე მეტად  ქალაქები სანტა როსა და სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთი ნაწილი დააზარალა.

სამშაბათ საღამოს რეგიონიდან  20 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში  საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ხანძარი კელფორნიაში/ EPA-EFE/JOHN G. MABANGLO

ხანძარი კელფორნიაში/ EPA-EFE/JOHN G. MABANGLO

“დამწვარი სახლები და საოცრად ლამაზი ადგილები მძიმე სანახავია, თუმცა ადამიანების დაღუპვა უდიდესი ტკივილია,”-განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა.

კალიფორნიის სახანძრო სამსახურის  უფროსმა BBC-ს უთხრა, რომ   ამ დროითვის დაახლოებით 26 000 ჰექტარია გადამწვარი. ხანძარი რეგიონში 8 ოქტომბერს  გაჩნდა და ქარის გამო დიდ ტერიტორიაზე გავრცელდა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი