ახალი ამბები

“ქართული ოცნება” ევროპის სოციალ–დემოკრატიულ პარტიაში გაერთიანებას გეგმავს

5 ივნისი, 2013 • 1595
“ქართული ოცნება” ევროპის სოციალ–დემოკრატიულ პარტიაში გაერთიანებას გეგმავს

“დემოკრატია, თანასწორობა და საყოველთაო კეთილდღეობა- ეს არის ის ღირებულებები, რომელზეც დგას სოციალ–დემოკრატების იდეოლოგია, ამ პრინციპებზე დგას დღევანდელი ევროპაც. სწორედ ასეთი ევროპული გზით იქნება შესაძლებელი საქართველოში პოლიტიკური კულტურის ამაღლება. სოციალ–დემოკრატიული პრინციპები უცხო არ არის არც ჩემთვის და არც პარტია “ქართული ოცნებისათვის”, ეს ჩვენი პარტიის იდეოლოგიის ერთ–ერთი ხაზია. სტრასბურგში ყოფნისას შევხვდი სოციალ–დემოკრატიული პარტიის ლიდერს. ის მთავარი პრინციპები, რაც აქვთ სოციალ–დემოკრატებს, დღეს უკვე ბევრი ევროპული პარტიისთვის ღირებული და მისაღებია, სწორედ ამ მიმართულებაზე აკეთებს აქცენტს ჩვენი ახალი პარტიაც “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”და აპირებს ევროპის სოციალ–დემოკრატიულ პარტიაში გაერთიანებას”, – განაცხადა იბანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი