ახალი ამბები

საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს თავისუფლებაზე და თაბორზე მიწები გადასცა

10 ოქტომბერი, 2017 • 2564
საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს თავისუფლებაზე და თაბორზე მიწები გადასცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხებს მხარი დაუჭირა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ივანიშვილთნ დაკავშირებულ კომპანიებს გადასცეს 1900 მ3-ის ფართობის მიწის ნაკვეთი თავისუფლების მოედანზე და 4455 მ3-ის ფართობის მიწის ნაკვეთი თაბორის მთაზე.

თაბორის მთაზე მიწის გადაცემას მხარი დაუჭირა საკრებულოს 31-მა წევრმა, 2-მა თავი შეიკავა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. სხდომა საკრებულოს ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა.

პუშკინის სკვერთან მიწის გადაცემას მხარი დაუჭირა 29 დეპუტატმა, ხოლო სამი წინააღმდეგ წავიდა.

საკრებულომ აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიიღო. საკრებულოს წინ აქცია მიმდინარეობს. საკრებულოსთან მობილიზებულია პოლიციის კორდონი, მათ მოქალაქეებს საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი