ახალი ამბები

უსუფაშვილი: მთავრობა ამიერიდან ინფორმირებული იქნება პრეზიდენტის ვიზიტებზე

5 ივნისი, 2013 • • 1144
უსუფაშვილი: მთავრობა ამიერიდან ინფორმირებული იქნება პრეზიდენტის ვიზიტებზე

“მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის მიხედვით, არსებობს მნიშვნელოვანი უწყება უშიშროების საბჭო, რომელსაც მეთაურობს პრეზიდენტი. ამ

დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

უწყების წევრები არიან მინისტრები. სამწუხაროდ, 7 თვის განმავლობაში ეს ორგანო იყო უფუნქციო. საბჭოს სხდომები იმართება პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ საჭირო იყო ამ ორგანოს ამოქმედება, რათა ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხები ყოფილიყო სათანადოდ მოგვარებული, დასრულებულიყო ის ეპოქა, როცა ჩვენ არ ვიცოდით რაზე საუბრობდა პრეზიდენტი უცხოეთში ვიზიტებისას, როცა საქართველოსთვის სტრატეგიულ თემებზე საუბრობდა და მან არ იცოდა  რა პოლიტიკას ატარებდა ახალი მთავრობა ყოველდღიურ ცხოვრებაში”– განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, როცა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები არ იმყოფებიან ქვეყანაში, მათ თხოვეს პრეზიდენტს, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა რამდენიმე დღით გადადებულიყო მათ ჩამოსვლამდე. თუმცა, პრეზიდენტმა გადაწყვიტა რომ ეს სხდომა გამართულიყო.

 

უსუაფშვილის განცხადებით, მათ ისაუბრეს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის თუ რა ტიპის შეხვედრები აწარმოა მიხეილ სააკაშვილმა ბოლო დროს საზღვარგარეთ, რაზე საუბრობდა ის უცხოეთში ვიზიტისას. ასევე განიხილეს დაგეგმილი ვიზიტები, თუ სად აპირებს პრეზიდენტი მომავალში წასვლას. უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენთან მიღწეულია შეთანხმება, რომ მის ყველა საერთაშორისო ვიზიტს დაესწრებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ელჩები და შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას.

 

“რაც შეეხება  დეტალებს, ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან განხილული საკითხები სახელმწიფო საიდუმლოებას ეხებოდა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მან ასევე გაკვირვება გამოხატა იმასთან ადკავშირებით, რომ წინასწარ გახდა ცნობილი უშიშროების საბჭოს დიღის წესრიგის შესახებ, სადაც ჩამოთვლილი იყო განსახილველი საკითხების ნუსხა.

 

უსუფაშვილის განცხადებით, სასაუბრო თემა შეეხებოდა დიცსა და დვანში საოკუპაციო ზოლთან შექმნილ პრობლემას, თუმცა დამატებით დეტალებზე პარლამენტის თავმჯდომარემ არ ისაუბრა. 

 

მცირე კომენტარი გააკთა შეხვედრის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ის მიესალმება უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას და კარგი იქნება თუ სამომავლოდ მსგავსი სხდომები უფრო ხშირად ჩატარდება, რადგან ამის სურვილი ახალ მთავრობას უფრო ადრე ჰქონდა გამოხატული. 

 

     

მასალების გადაბეჭდვის წესი