ახალი ამბები

შსს: საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს

10 ოქტომბერი, 2017 • 1462
შსს: საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 10 ოქტომბერს, საკრებულოსთან მიმდინარე საპროტესტო აქიაზე ადმინისტრაციული წესით ორი პირი, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატი, კოტე იოსელიანი დააკავეს.

საკრებულოსთან პოლიციის კორდონი დგას. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო. მან განაცხადა, რომ არავინ დაესწრება საკრებულოს სხდომას საკრებულოს წევრებისა და მედიის გარდა, რადგან ოპოზიციას სხდომის ჩაშლა სურს.

დღის წესრიგის მიხედვით, საკრებულომ უნდა განიხილოს 40 საკითხი, აქედან ორი ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. საქმე ეხება თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა პარკინგისთვის 1900 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთს გადაცემას კერძო კომპანიისთვის 1ლარად.

მეორე საკითხი ეხება თაბორის მთაზე ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის სასარგებლოდ 4433 2-ის ფართობის მიწის ნაკვეთის გადაცემას.

აღნიშნული საკითხები თბილისის მერიამ უკვე დაამტკიცა და ახლა ჯერი საკრებულოზეა. ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. საკრებულოს წინა სხდომაზე, სადაც ამ ნაკვეთებს ფუნქციური ზონა შეუცვალეს, ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ელენე ხოშტარიამ სცადა, რომ საკრებულოს სხდომა ჩაეშალა, რის გამოც მას, ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატს ზაალ უდუმაშვილს და მათ მხარდამჭერებს საკრებულოს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი