ახალი ამბები

მალტის, ხორვატიისა და მარშალის კუნძულების გემების კაპიტნები 65 000 ლარით დაჯარიმდნენ

10 ოქტომბერი, 2017 • 2351
მალტის, ხორვატიისა და მარშალის კუნძულების გემების კაპიტნები 65 000 ლარით დაჯარიმდნენ

მალტის, ხორვატიისა და მარშალის კუნძულების გემების კაპიტნებს შავი ზღვის დაბინძურებისთვის 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დაეკისრათ, რასაც დაემატა გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა. ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გვაცნობა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ცნობით, მალტისა და მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა – ფოთის, ხოლო ხორვატიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა სუფსის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარეს.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გვაცნობეს, გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დატოვებენ დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ.

გემი, რომელიც შავ ზღვას აბინძურებს

გემი, რომელიც შავ ზღვას აბინძურებს

მასალების გადაბეჭდვის წესი