ახალი ამბები

კალაძე: ქუჩებში ქართული ანბანის გამოყენებას დიდ ყურადღებას დავუთმობთ

9 ოქტომბერი, 2017 • 1741
კალაძე: ქუჩებში ქართული ანბანის გამოყენებას დიდ ყურადღებას დავუთმობთ

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას ქართული ანბანის გამოყენებას დაუთმობს.

“არსებობს კონკრეტული ქუჩები, კონკრეტული უბნები, მიზანმიმართულად არ დავასახელებ. თუ გაივლი, შეგიძლია ქართული ენის გარდა ყველა ენაზე ნახოთ წარწერები. ეს ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, ბევრი თბილისელისთვის არის მტკივნეული. ჩვენ არავის არ ვეწინააღმდეგებით, ყველას შეუძლია ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, განახორციელოს ბიზნესი, დაასაქმოს ადამიანები, შექმნას სამუშაო ადგილები, ჩვენი კანონის ფარგლებში, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ჩვენი მხრიდან დაეთმობა ქართული ანბანის გამოყენებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ეს განცხადება რუსთავი 2-ის ეთერით, გადაცემაში “არჩევანი” გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი