გია ვოლსკი vs სალომე სამადაშვილი

“რა გაყვირებს, გოგო?” – დაპირისპირება გია ვოლსკისა და სალომე სამადაშვილს შორის [ვიდეო]

დღეს, 9 ოქტომბერს, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, გია ვოლსკი და სალომე სამადაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

სალომე სამადაშვილმა ძალოვანი უწყებების ხარჯებთან დაკავშირებით დასვა შეკითხვა, ხოლო მის შემდეგ სიტყვა გია ვოლსკიმ ითხოვა. მმართველი გუნდის ლიდერის გამოსვლას სალომე სამადაშვილის რეპლიკა მოჰყვა, ხოლო შემდეგ გია ვოლსკიმ ოპოზიციონერ კოლეგას მიმართა: “რა გაყვირებს, გოგო, რა არის?”.

“გოგოთი მიმართეთ სახლში ოჯახის წევრებს,” – უპასუხა სალომე სამადაშვილმა გია ვოლსკის და კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მომხდარს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა. როგორც სამადაშვილი წერს, უმრავლესობას კოგნიტური დისონანსი აქვს – “გენდერულ კვოტებს იღებენ, მათი მაღალი ინტელექტით გამორჩეული წევრები კი ხან ტრიბუნაზე ასულს გვიყვირიან – “ჩამოდი ქალო ტრიბუნიდანო”, ხანაც “გოგოთი” მოგვმართავენ საქართველოს პარლამენტში.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.