ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

როცა ქალები მარტო რჩებიან [ფოტო]

9 ოქტომბერი, 2017 • 7429
როცა ქალები მარტო რჩებიან [ფოტო]

საერთაშორისო შეხვედრებზე- იქნება ეს კონფერენცია თუ , უბრალოდ, მეგობრული საუბრები ლუდის კათხასთან- ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვა საკითხებთან ერთად, საკუთარი ქვეყნების შიდა პოლიტიკის შესახებ საუბრობენ. თუ თქვენ სომხეთიდან ხართ და ამ ქვეყნის შესახებ საუბრობთ, შეუძლებელია სეზონური შრომითი მიგრაცია არ ახსენოთ. მოქალაქეთა გადინების საგანგაშო ზღვარს სომხეთში ხშირად “თეთრ გენოციდადაც” მოიხსენიებენ.

სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2016 წელს ქვეყნიდან გასული 49 ათასი მოქალაქე უკან აღარ დაბრუნებულა. მხოლოდ 2017 წლის პირველ სამ თვეში კი ქვეყანა 16 ათასმა მოქალაქემ დატოვა.

გასაკვირი არ არის, რომ მიგრაციის პროცესის შეჩერების ვალდებულების აღება სომხეთის ყველა პოლიტიკური, ოპოზიციური თუ მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა.

სომხეთიდან წასული მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი შრომითი მიგრანტია. უმრავლეს შემთხვევაში ქვეყანას, სეზონური სამუშაოების მიზნით, კაცები ტოვებენ, რომლებიც ძირითადად რუსეთში მიდიან. როდესაც ფინანსურად ძლიერდებიან, ოჯახებიც გადაჰყავთ.

მსოფლიო ბანკის უკანანსკნელი მონაცემებით,  სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტი მეტწილად დამოკიდებულია ფულად გზავნილებზე. შესაბამისად, შრომით მიგრაციას სომხეთის რესპუბლიკისთვის ძალიან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.  2014 წელს პირადმა ფულადმა გზავნილებმა სომხეთში ქვეყნის GDP-ს დაახლოებით 20% შეადგინა. ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი წილი რუსეთზე მოდის.

შეიძლება ითქვას, რომ სეზონურ მიგრაციას, რომელიც სომხეთის საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხია, სომხური ოჯახებისთვის კეთილდღეობა მოაქვს.

სხვა პოზიტიური გავლენების შესახებ საუბარი კი ნაკლებად გვიწევს.

სეზონური მატრიარქატი?

თუკი სეზონური მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით გამართულ მრგვალ მაგიდასთან ფემინისტი იჯდება, მან შეიძლება ლოგიკურად დაასკვნას, რომ კაცების არყოფნა ქვეყანაში პატრიარქალური საზოგადოების სისტემას ამსხვრევს და ქალებს აძლიერებს.

ერთი შეხედვით, ჰიპოტეზა ლოგიკურია, თუმცა ასე არ ხდება იმ სომხურ ოჯახებში, საიდანაც კაცები საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდიან და მხოლოდ წელიწადში ორჯერ ჩამოდიან ოჯახის წევრების სანახავდ. სინამდვილეში, სომხეთის საზოგადოება ძალიან პატრიაქალურია. The Global Gender Gap 2016-ის ინდექსით, სომხეთი 102-ე ადგილზეა. ეს შემაშფოთებელი ადგილი პატრიარქალური ნორმის ინდიკატორია. სომხეთი მესამე ქვეყანაა მსოფლიოში სელექციური აბორტების რაოდენობით, სადაც გოგო შვილს ბიჭი შვილი ურჩევნიათ.

საკითხი კი ასე დგას- რამდენად დიდ გავლენას ახდენს სეზონური მიგრაცია სომხურ ოჯახებზე და გენდერულ თანასწორობაზე. ეს საკითხი ათ წელიწადზე მეტია ბევრი სამეცნიერო კვლევის თემაა სომხეთში.

მსგავსი  ყოვლისმომცველი კვლევა სომხეთში 2016 წელს Women’s Resource Center of Armenia-მ ჩაატარა. კვლვა 5000-ზე მეტი ქალის ინტერვიუს მოიცავდა. რეგიონებში გამოკითხულთა 80-90% აცხადებდა, რომ მათ ოჯახებში მცხოვრები კაცები სეზონურ შრომით მიგრაციაში რუსეთში მიდიან. კვლევამ ასევე იმის სურათი შექმნა, თუ როგორ ცხოვრობენ ქალები, როდესაც კაცები მიდიან – ისინი უფრო მეტს მუშაობენ სახლში, ვინაიდან თავიანთი შვილებისთვის ერთადერთ მშობლებად რჩებიან. გარდა ამისა, მათი პერსონალური თავისუფლება უფრო მეტად არის შეზღუდული და კიდევ უფრო მეტად ექვემდებარებიან კონტროლსა და თვალთვალს.

კვლევა აჩვენებს, რომ “როდესაც ქმარი წასულია, კონტროლის ბერკეტები დედამთილ- მამამთლზე ან ქმრის ნათესავებზე გადადის. სოფლად, ერთ სახლში სამი თაობა მაინც ცხოვრობს. ქმართან კომუნიკაცია ძირითადად სკაიპით ხდება. ქმარი ხშირად მბრძანებლობს ეკრანს მიღმა და მოითხოვს ცოლისგან, დადგეს კომპიუტერის ეკრნის წინ, რათა შეხედოს, რამდენად შესაბამისად აცვია. ქმარი ცოლის კონტროლს ყველაზე ხშირად უფროს შვილს, მშობლებს ან ნათესავებს ავალებს”.

მიგრაციის მკვლევარი სომხეთში ალინა პოგოსიანი ეთანხმება მოსაზრებას, რომ სეზონური მიგრაცია სომხეთში უარყოფით გავლენას ახდენს ქალთა უფლებებზე. შემთხვევითი არ არის ისიც, რომ სომხეთის შირაქისა და გეარგუიკის რეგიონები, სადაც სეზონური მიგრაცია ლამის კულტურის დონეზეა აყვანილი,  ყველაზე პატრიარქალური რეგიონებია სომხეთში.

“სოფლებსა და რეგიონებში მაღალი სეზონური მიგრაციის დროს ქალები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არ არიან დაკავებული. კაცების არყოფნაში აგროკულტურა არსებობას საერთოდ წყვეტს. ქალებს მხოლოდ ბოსტნეული, ისიც სახლის მიმდებარე ბოსტნებში მოჰყავთ. ეს მათი ყოველდღიური საქმიანობაა.

ქალები არ არიან სოციალურად აქტიურები, როდესაც მათი ოჯახის წევრი კაცები სხვა ქვეყნებში მიდიან. საჭიროების შემთხვევაშიც კი არ დადიან გამგეობაში ან მერიაში. ყველაფერს აკეთებენ, რათა მსგავსი საქმიანობა თავიდან აირიდონ. სოციალური როლები კიდევ უფრო მკვეთრი ხდება”, – ამბობს ალინა.

ქალების ემანსიპაციას მიგრაციის სხვა ფორმები უწყობს ხელს. მაგალითად,  თუ ქალი მარტო მიდის ემიგრაციაში, ის უფრო დამოუკიდებელი ხდება. ზვეზდა დერმენჯიევას სოციალური კვლევის “Emigration from the South Caucasus: who goes abroad and what are the economic implications? [“ემიგრაცია სამხრეთ კავკასიიდან: ვინ მიდის საზღვარგარეთ და რა არის ეკონომიკური ასპექტები”]  შესაბამისად, ქალები, რომლებიც სომხეთს მარტო ტოვებენ, განათლება აქვთ მიღებული, უცხო ენები იციან და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი არიან.

სოციალური კონსტრუქციების დასაძლევად მხოლოდ ქალთა განათლება, ცნობიერების ამაღლება და ფინანსური დამოუკიდებლობაა გამოსავალი.

2017 წლის პირველი აპრილის მონაცემებით, სარნაგბიურის თემი სომხეთში ლიდერია საზღვარგარეთ, კონკრეტულად კი, რუსეთში სამუშაოდ წასული კაცების რაოდენობით. 3455 მოსახლეობის მქონე სოფლიდან 900-ზე მეტი ადამიანია სამუშაოდ წასული მოსკოვში და სანკტ პეტერბურგში. კაცები ძირითადად მშენებლობაზე მუშაობენ. სოფელში კი, წელიწადში ერთხელ, ახალ წელს ჩამოდიან. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით ქალები არიან დაკავებული.

53 წლის აიდა არუთუნიანი 30 წლის დაქორწინდა. მისი ქმარი და ორი შვილი სამუშაოდ რუსეთში წავიდნენ. ქალი ამბობს, რომ მარტო ცხოვრებასა და სახლში ყველა საქმის მარტო კეთებას შეეჩვია.

53 წლის აიდა არუთუნიანი 30 წლის წინ დაქორწინდა. მისი ქმარი და ორი შვილი სამუშაოდ რუსეთში წავიდნენ. ქალი ამბობს, რომ მარტო ცხოვრებასა და სახლში ყველა საქმის მარტო კეთებას შეეჩვია.

 

გრანუშ ტიგრანიანი, 29 წლის. 17 წლის ასაკში დაქორწინდა. სოფლის სხვა მცხოვრებთა მსგავსად, მისი ქმარიც, ქორწილის შემდეგ სამუშაოდ რუსეთში წავიდა. გრანუში ორ შვილს მარტო ზრდის.

გრანუშ ტიგრანიანი, 29 წლის. 17 წლის ასაკში დაქორწინდა. სოფლის სხვა მცხოვრებთა მსგავსად, მისი ქმარიც, ქორწილის შემდეგ სამუშაოდ რუსეთში წავიდა. გრანუში ორ შვილს მარტო ზრდის.

 

81 წლის ნინა სოგომონიანი 63 წლის წინ დაქორწინდა. სპიტაკის 1988 წლის მიწისძვრის შემდეგ, მისი ქმარი და ორი ბიჭი სამუშაო საზღვარგარეთ წავიდნენ. ბაღში ჯდომის დროს ის 40 წლის მეზობელ გეგუშს უყურებს. ამბობს, რომ გული წყდება, თავად რომ აღარაა ახალგაზრდა და მუშაობა არ შეუძლია, თუმცა, იმაზეც წუხს, რომ მისი მეზობელსაც რუსეთში სამუშაოდ წასული ქმრის გარეშე, მარტო უწევს ცხოვრება.

81 წლის ნინა სოგომონიანი 63 წლის წინ დაქორწინდა. სპიტაკის 1988 წლის მიწისძვრის შემდეგ, მისი ქმარი და ორი ბიჭი სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდნენ. ბაღში ჯდომის დროს ის 40 წლის მეზობელ გეგუშს უყურებს. ამბობს, რომ გული წყდება, თავად რომ აღარაა ახალგაზრდა და მუშაობა აღარ შეუძლია, თუმცა, იმაზეც წუხს, რომ მის მეზობელსაც რუსეთში სამუშაოდ წასული ქმრის გარეშე, მარტო უწევს ცხოვრება.

 

40 წლის გეგუში 16 წლის დაქორწინდა. ქორწილიდან მალევე მისი ქმარი საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ. ახლა მხოლოდ წელიწადში ერთხელ ჩამოდის. გეგუშს მარტო უწევს კარმიდამოს მიხედვა.

40 წლის გეგუში 16 წლის დაქორწინდა. ქორწილიდან მალევე მისი ქმარი საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ. ახლა მხოლოდ წელიწადში ერთხელ ჩამოდის. გეგუშს მარტო უწევს კარმიდამოს მიხედვა.

 

სატენ სარიბექიანი 11 წლისაა, გრანუშ ტიგრანიანის შვილია. ოცნებობს ფოტომოდელობაზე და იმაზე, რომ სახლში მამაც ცხოვრობდეს. ის დარწმუნებულია, რომ მისი ძმაც, ისევე როგორც სოფლის ყველა ბიჭი, მალე მამასთან საზღვარგარეთ წავა სამუშაოდ.

სატენ სარიბექიანი 11 წლისაა, გრანუშ ტიგრანიანის შვილია. ოცნებობს ფოტომოდელობაზე და იმაზე, რომ სახლში მამაც ცხოვრობდეს. ის დარწმუნებულია, რომ მისი ძმაც, ისევე როგორც სოფლის ყველა ბიჭი, მალე მამასთან საზღვარგარეთ წავა სამუშაოდ.

 

ლიზა ავეტისიანი 82 წლისაა. მთელი ცხოვრება ისიც მარტო ცხოვრობდა. მისი ქმარი რუსეთიდან მხოლოდ ბოლო წლებში ჩამოვიდა და სომხეთში გარდაიცვალა. ლიზას შვილები და შვილიშვილებიც ახლა რუსეთში მუშაობენ.

ლიზა ავეტისიანი 82 წლისაა. მთელი ცხოვრება ისიც მარტო ცხოვრობდა. მისი ქმარი რუსეთიდან მხოლოდ ბოლო წლებში ჩამოვიდა და სომხეთში გარდაიცვალა. ლიზას შვილები და შვილიშვილებიც ახლა რუსეთში მუშაობენ.

 

liza 1

 

38 წლის არმენუი გასპარიანი ორი შვილის დედაა. შვილებს მარტო ზრდის. მისი ქმარი მშენებლობაზე სამუშაოდ რუსეთში ათი წლის წინ გაემგზავრა. ქალი ოცნებობს იმ დროზე, როდის იცხოვრებს ქმართან ერთად.

38 წლის არმენუი გასპარიანი ორი შვილის დედაა. შვილებს მარტო ზრდის. მისი ქმარი მშენებლობაზე სამუშაოდ რუსეთში ათი წლის წინ გაემგზავრა. ქალი ოცნებობს იმ დროზე, როდესაც ქმართან ერთად იცხოვრებს.

 

Armenuhi (6)

 

76 წლის როზა ალექსანიანის ქმარი და შვილი რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მუშაობებ. როზას ქმარი ყოველ წელს ჩამოდის სახლში. როზა ამბობს, რომ შვილი ენატრება.

76 წლის როზა ალექსანიანის ქმარი და შვილი რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მუშაობენ. როზას ქმარი ყოველ წელს ჩამოდის სახლში. როზა ამბობს, რომ შვილი ენატრება.

 

გოარ არაქელიანი, 32 წლის. 10 წლის წინ ქორწილი ჰქონდა და უკვე ათჯერ გააცილა ქმარი სამუშაოდ რუსეთში. ორ მცირეწლოვან, 8 და 4 წლის შვილს ზრდის. სულმოუთქმელად ელოდება ახალ წელს. მისი ქმარი სწორედ ამ დროს უბრუნდება ხოლმე ოჯახს და შემდეგ ისევ მიემგზავრება. გოარის დედამთილი, 54 წლის ლარისა სარქსიანიც მასთან ერთად ცხოვრობს.

გოარ არაქელიანი, 32 წლის. 10 წლის წინ ქორწილი ჰქონდა და უკვე ათჯერ გააცილა ქმარი სამუშაოდ რუსეთში. ორ მცირეწლოვან, 8 და 4 წლის შვილს ზრდის. სულმოუთქმელად ელოდება ახალ წელს. მისი ქმარი სწორედ ამ დროს უბრუნდება ხოლმე ოჯახს და შემდეგ ისევ მიემგზავრება. გოარის დედამთილი, 54 წლის ლარისა სარქსიანიც მასთან ერთად ცხოვრობს.

 

ამალია ნიკოიანი, 75 წლის. 19 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი ქმარი მთელი ცხოვრების განმავლობაში რუსეთში მუშაობდა. მშობლიურ სოფელში კი მხოლოდ წელს დაბრუნდა, ისიც ჯანმრთელობის პრობლემის გამო. მისი უფროსი შვილი საზღვარგარეთ 30 წლის წინ წავიდა, უმცროსი - 15 წლის წინ. ამალია სულ გზისკენ უჭირავს თვალი. შვილები ყოველწელს ვერ ჩამოდიან სომხეთში. მათ საკუთარი ოჯახები ჰყავთ და რუსეთში ცხოვრობენ.

ამალია ნიკოიანი, 75 წლის. 19 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი ქმარი მთელი ცხოვრების განმავლობაში რუსეთში მუშაობდა. მშობლიურ სოფელში კი მხოლოდ წელს დაბრუნდა, ისიც ჯანმრთელობის პრობლემის გამო. მისი უფროსი შვილი საზღვარგარეთ 30 წლის წინ წავიდა, უმცროსი – 15 წლის წინ. ამალიას სულ გზისკენ უჭირავს თვალი. შვილები ყოველწელს ვერ ჩამოდიან სომხეთში. მათ საკუთარი ოჯახები ჰყავთ და რუსეთში ცხოვრობენ.

 

Vika, Gohar, larisa, Liza (1)

 

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი