ახალი ამბებიეკონომიკა

მთავრობის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება

9 ოქტომბერი, 2017 • 2650
მთავრობის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება

მთავრობის პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება.

„სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც პარლამენტს წარვუდგინეთ. ჩვენ და სავალუტო ფონდი შევთანხმდით ყველა ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრზე. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონიმუკური ზრდის პროგნოზი კონსერვატორული 3.5%-დან 4.3%-მდე გაზარდა 2017 წელს.

მომავალ წელს სავალუტო ფონდი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას კვლავ კონსერვატორული პროგნოზით, 4.2%-ით გეგმავს. რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს, წელს ეკონომიკური ზრდა 4.5% იქნება. ამის თქმის საშუალებას საბიუჯეტო შემოსავლებისა და მიმდინარე ხარჯების დინამიკა გვაძლევს,“- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცეპრემიერის თქმით, საბიუჯეტო დეფიციტი 3.6% -დან 3%-მდე შემცირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი