ახალი ამბები

ეროვნული ბანკის რეზერვებმა 3 მილიარდ დოლარს მიაღწია

9 ოქტომბერი, 2017 • 1602
ეროვნული ბანკის რეზერვებმა 3 მილიარდ დოლარს მიაღწია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-ის რეზერვებმა სექტემბრის ბოლოს დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც მისი თქმით, ბოლო პერიოდისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თვის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდება.

„როგორც პროგნოზირებული იყო, ინფლაცია ამ თვის ბოლოს შემცირდება, 2018 წლისთვის კი საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს 3%-ს დაუახლოვდება,“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი