ახალი ამბები

საფრანგეთში “ქართული მაფიის” წევრობის ბრალდებით 40 ადამიანი დააკავეს

4 ივნისი, 2013 • • 1170
საფრანგეთში “ქართული მაფიის” წევრობის ბრალდებით 40 ადამიანი დააკავეს

დაკავებები, რომელსაც წინ 2–წლიანი გამოძიება უძღოდა, განხორციელდა ნიცაში, ლიონში და სამხრეთ–დასავლეთ საფრანგეთში. ფრანს–პრესის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიებას ბორდოს პოლიცია და ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლის სამსახური ერთობლივად აწარმოებდნენ.

 

დაკავებულებს, სავარაუდოდ, ბრალს დასდებენ ქურდობაში, ძარცვასა და ძალადობაში.

 

“ფრანს პრესის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ქართული კრიმინალური ჯგუფები თავდაპირველად ევროპის მასშტაბით ესპანეთში ჩამოყალიბდენენ, ხოლო  2000–იანი წლებიდან მოყოლებული აღმოსავლეთ ევროპასა და საფრანგეთშიც გააქტიურდნენ.

 

“მათ ლიდერებს ”ვორ ვზაკონედ” მოიხსენიებენ, რაც კანონიერ ქურდს ნიშნავს”, – ნათქვამია “ფრანს პრესის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი