ახალი ამბები

“Deep Purple” პრეზიდენტის სასახლეში [VIDEO]

4 ივნისი, 2013 • 1000
“Deep Purple” პრეზიდენტის სასახლეში [VIDEO]

Deep Purple-ის წევრები იან გილანი, სტივ მორსი, იან პაისი, დონ აირეი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13: 20 წუთზე ჩამოფრინდნენ. მათ ქართველი თაყვანისმცემლები დახვდნენ.

 

16:00 საათზე “შერატონ მეტეხი პაკლასში” Deep purple–ის წევრებმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. პრესკონფერენცია 20 წუთს გაგრძელდა. 

 

ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს 5 მაისს დაგეგმილ კონცერტზე. Tbilisi Open Air “ალტერვიჟენ ჯგუფის” მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომელიც 2009 წლიდან ტარდება. Deep Purple–ის გარდა ფესტივალში Infected Mushroom, Tricky, The Subways, Black Stroke, Kid Jesus, Modeselektor მონაწილეობენ. 

 

კონცერტი ხვალ, 5 ივნისს იწყება. სცენაზე პირველი Kid Jesus გამოვა. 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი