ახალი ამბები

წულუკიანი ბაღებში სიების შეგროვებაზე: გამოვლინდა კანონდარღვევის შემთხვევები

7 ოქტომბერი, 2017 • 3320
წულუკიანი ბაღებში სიების შეგროვებაზე: გამოვლინდა კანონდარღვევის შემთხვევები

იუსტიის მინისტრმა და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მასწავლებლებისა და ბარების თანამშრომლობის პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევებში, კანონდარღვევა გამოიკვეთა:

“უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში მრავალჯერ განვიხილეთ მასწავლებლების თუ ბაგა-ბაღის თანაშრომლების პოლიტიკური აქტივობის საკითხი. ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა, რომ ისინი ამ აქტივობას ახორციელებდნენ კვირის და დღის იმ მონაკვეთის განმავლობაში, როდესაც მათ კანონით აქვთ ამის უფლება, თუმცა გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც იყო კანონდარღვევები, და მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო შესაბამის უწყებებს, პირველ რიგში, განათლების სამინისტროს გენინსპექციას და აუდიტის სამსახურს, რომლებმაც მყისიერი რეაგირება მოახდინეს.

მთლიანობაში, ჩვენ გვაქვს მშვიდი საარჩევნო კამპანია. ამას მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებები, ჩვენი, შიდა ეროვნული დამკვირვებლების შეფასებები და მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვისურვებდი, 21 ოქტომბრამდე კიდევ უფრო მაღალი დისციპლინით საჯარო მოხელეებმა დაიცვან ნეიტრალიტეტი, რადგან პოლიტიკური პარტიები უნდა იყოს მკაცრად გამიჯნული მუნიციპალური და ცენტრალური ხელისუფლებისგან და ზოგადად სახელმწიფოსგან”,- განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სტუდია “მონიტორმა” მოამზადა საგამოძიებო ფილმი, რომელიც საჯარო ბაღების დირექტორების მიერ “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა სიების შეგროვებას უკავშირდებოდა. აუდიო ჩანაწერებში ბაღების რამდენიმე დირექტორმა სიების შეგროვება სტუდია “მონიტორს” დაუდასტურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი