ახალი ამბები

“თბილისობის” გამო, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

7 ოქტომბერი, 2017 • 2311
“თბილისობის” გამო, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

მერიის ცნობით, თბილისობასთან დაკავშირებით 7 და 8 ოქტომბერს სატრანსპორტო მოძრაობა ევროპის მოედანსა და მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე შეიზღუდება.

შეზღუდვების შესაბამისად, დროებით იცვლება ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები. ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება კოტე აფხაზისა და თავისუფლების მოედნის გავლით. ხოლო ავტობუსები: N23, 59 და N95 ბარათაშვილის ქუჩას აღარ გაივლიან და მოძრაობას დაასრულებენ ზაარბრიუკენის მოედანზე.

“თბილისობა 2017” 7-8 ოქტომბერს იმართება, “თბილისობა” მთელ ქალაქს მოიცავს, მთავარი ლოკაციები კი “ახალი ტფილისი”, რიყე და ლეღვთახევი იქნება.

“თბილისობა 2017”-ის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება, საბავშვო-გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები.

‘ყოველწლიურ საშემოდგომო დღესასწაულზე ყველა თაობის წარმომადგენელი მისთვის საინტერესო ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებს’, – აცხადებს მერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი