ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური სკოლები რუსული სასწავლო სტანდარტით [ფოტო]

7 ოქტომბერი, 2017 • 7089
აფხაზური სკოლები რუსული სასწავლო სტანდარტით [ფოტო]

აფხაზური, რუსული, სომხური და ქართული სკოლების არსებობის მიუხედავად, აფხაზეთში თითქმის ყველა სკოლის სასწავლო სტანდარტი რუსულია.

ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთში დღეს არსებული 159 სკოლიდან 60 აფხაზურია, 47- რუსული, აფხაზურ-რუსული -15, სომხური – 26, ქართული კი – 11. რაც შეეხება მოსწავლეთა რაოდენობას, ასევე, ოფიციალური მონაცემებით, სკოლებში 14 234 -აფხაზი, 4 743 – ქართველი, 4 548 – სომეხი, 2097 – რუსი, 119-  ბერძენი და 879 სხვა ეთნიკური წარმოშობის მოსწავლე სწავლობს. 2017 ახალი სასწავლო წლიდან აფხაზეთის სკოლებმა 27 ათასი მოსწავლე მიიღო.

აფხაზეთის სკოლებში რუსული სწავლების სტანდარტზე გადასვლა ძირითადად მეხუთე კლასის შემდეგ იწყება. შესაბამისი უწყებები ამას იმით ხსნიან, რომ ბევრი საგნის აფხაზურ ენაზე სათარგმნად შესაბამისი ტერმინოლოგია დამტკიცებული არ არის. საუბარია, მაგალითად, ალგებრაზე, გეომეტრიაზე, ფიზიკაზე და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე.

თუმცა, მსოფლიოს ისტორიას, გეოგრაფიას და ლიტერატურას აფხაზი მოსწავლეები რუსეთის სკოლების მოქალაქეებისთვის დაწერილი წიგნებიდან სწავლობენ.

რუსულენოვანი სახელმძღვანელოები აფხაზურ სკოლებში; ფოტო: ნეტგაზეთი/2017

რუსულენოვანი სახელმძღვანელოები აფხაზურ სკოლებში; ფოტო: ნეტგაზეთი/2017

20170901_202818

20170901_203210

რაც შეეხება აფხაზეთის ისტორიას, აქ უკვე საქმე სხვაგვარადაა. ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი და თარიღი აფხაზი ისტორიკოსების მიერ არის აღწერილი. ისტორიის გარდა, აფხაზური სკოლების მოსწავლეებს საშუალება აქვთ ისწავლონ აფხაზეთის გეოგრაფიაც, სადაც აფხაზეთის ფლორაზე, ფაუნასა და რელიეფის განსაკუთრებულობაზეა მოთხრობილი.

 

რუსულენოვანი სახელმძღვანელოები აფხაზურ სკოლებში; ფოტო: ნეტგაზეთი/2017

რუსულენოვანი სახელმძღვანელოები აფხაზურ სკოლებში; ფოტო: ნეტგაზეთი/2017

აფხაზეთის უახლესი ისტორია რუსულ ენაზე; რუსულენოვანი სახელმძღვანელოები აფხაზურ სკოლებში; ფოტო: ნეტგაზეთი/2017

აფხაზეთის უახლესი ისტორია რუსულ ენაზე; რუსულენოვანი სახელმძღვანელოები აფხაზურ სკოლებში; ფოტო: ნეტგაზეთი/2017

სკოლებისთვის არსებობს აფხაზური ენის სახელმძღვანელოც. 2016 წლის შემდეგ  მოსწავლეებმა აფხაზური ენა მეოთხე კლასიდან უნდა ჩააბარონ, რაც აფხაზეთში უმეტესობამ კორუფციის საფრთხედ აღიქვა.

“რუსულ და სომხურ სკოლებში ბავშვებს ენას საფუძვლიანად არ ასწავლიან, თუმცა, აფხაზური ენის ცოდნას მკაცრად ითხოვენ. ეს ქრთამის აღების და რეპეტიტორობით ფულის შოვნის შესაძლებლობას იძლევა. სკოლაში არაფერს ასწავლიან, ხოლო საკუთარ სახლებში 500 რუბლად [დაახლოებით, 21 ლარი] – კი ბატონო. თუმცა ეს მარტო აფხაზურ ენაზე არაა ლაპარაკი, ყველა საგანს ეხება”,  – ამბობს სოხუმში მცხოვრები დედა, რომლის სამივე შვილი სკოლის მოსწავლეა.

ზოგადად, სკოლაში სწავლების არასათანადო ხარისხზე დღეს აფხაზეთში ბევრი მშობელი საუბრობს. მათ რეპეტიტორებისთვის და ფასიანი გაკვეთილების კონსპექტებისთვის ფულის დახარჯვა უწევთ.

ოჯახებს ტვირთად აწვებათ სახელმძღვანელოების ყიდვაც.  

“აფხაზეთის ისტორია”, “აფხაზეთის გეოგრაფია”, “აფხაზური ენა” – აფხაზეთის უფროსი კლასის მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში მხოლოდ ამ სამი წიგნის მიღების საშუალება აქვთ.

დანარჩენი საგნების სახელმძღვანელოებს კი მეხუთე კლასის შემდეგ მშობლები ყიდულობენ. ეს რუსული გამოცემებია, რუსული სტანდარტებით.

სახელმძღვანელოების ფასები

სასკოლო წიგნების საშუალო ფასები ასეთია: ახალი სახელმძღვანელოები 500-600 რუბლამდე [21-25 ლარი] ღირს, ხოლო გამოყენებული წიგნების ფასი 300-400 [12-16 ლარი] რუბლია.

ყოველწლიურად, მშობლებს სასწავლო წიგნებისთვის ოჯახის ბიუჯეტიდან 5 – 6 ათასი რუბლის [212-254 ლარი] დახარჯვა უწევთ.

ორი სკოლის მოსწავლის დედა ალექსანდრა ამბობს, რომ ინგლისურის სახელმძღვანელო ყველაზე რთული საშოვნელია.

“ბავშვები თარგმანს წიგნში, პირდაპირ ინგლისური ტექსტის ქვეშ წერენ, ამიტომ ნორმალურ მდგომარეობაში ნახმარი წიგნების შოვნაც რთულია, ხოლო ახლის ყიდვა საზღვარგარეთაც კი, ანუ სოჭში, არაა მარტივი. ეს წიგნები ძალიან ძვირი ღირს. ორი წიგნის და ორი რვეულის კომპლექტი დაახლოებით 2 ათას რუბლამდე [85 ლარი] ჯდება”,  – გვეუბნება ალექსანდრა.

მეექვსეკლასელი ამინა კი წუხს, რომ ბიბლიოთეკაში წიგნი ყველას არ ხვდება: “ზოგს აძლევენ წიგნებს, ზოგს –  არა. ამბობენ, რომ ყველას არ ჰყოფნის. თუმცა მე არ მწყინს, ვისაც ბიბლიოთეკაში აძლევენ წიგნებს, მათ გაცვეთილი ხვდებათ. მე კი მშობლები მყიდულობენ, სულ ახალი წიგნები მაქვს ხოლმე”.

ბიოლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი