ახალი ამბები

ნაცმოძრაობა სტუდენტების საჯარო სამსახურში სტაჟირების ინიციატივით გამოდის

4 ივნისი, 2013 • 1741
ნაცმოძრაობა სტუდენტების საჯარო სამსახურში სტაჟირების ინიციატივით გამოდის

“განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე შეაჩერა სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა. მარგველაშვილის თქმით, იგი არ აპირებს დაასაქმოს და ხელი შეუწყოს სტუდენტებს, რადგან ამას აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა.

ქვეყანაში უმუშევრობის სწრაფი ზრდის ფონზე პროგრამის შეწყვეტა უაღრესად მცდარი გადაწყვეტილებაა. უმუშევრობის ზოგადი ზრდა ამცირებს უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების შანსებს, რის გამოც სახელწიფო ვალდებულია ყოველმხრივ ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმებას.

მიუხედავად ამ მცდარი გადაწყვეტილებისა, სტუდენტების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც გულისხმობს საჯარო სამსახურების ვალდებულებას სტუდენტთათვის წელიწადში 2-ჯერ 3-3 სტაჟირების გამოცხადებას. ამასთან, სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა იყოს საჯარო სამსახურის ადმინისტრაციაში მომუშავე თანამშრომელთა 10%-ზე ნაკლები”, – ნათქვამია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში.

 

აქვე აღნიშნულია, რომ  პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისათვის, სტაჟირებებზე როგორც ინფორმაციის განთავსება, ასევე განაცხადების მიღება უნდა მოხდეს ელექტრონულად, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე hr.gov.ge

 

დასაქმების პროგრამის აღდგენის მოთხოვნით დღეს სტუდენტებმა აქციები გამართეს თბილისსა და ქუთაისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი